
დუშეთის მუნიციპალიტეტის ოძისის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები და კაბინეტები.
საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები