„ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის“ - ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი მოამზადეს
11-03-2020

ამერიკის სალჩოს პროექტის თემის ელჩები ფარგლებში, ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ეკოკლუბის წევრებმა ელენე ქურდაძემ და გიორგი ლომიძემ, სხვა სკოლის ორ მოსწავლესთან ერთად, მოამზადეს პროექტი -ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით ბაკურიანში მოეწყო ბანაკი (29 თებერვალი-2 მარტი), სადაც მონაწილეობდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 მოსწავლე. ბანაკის დროს ბავშვები ეცნობოდნენ სხვადასხვა საკითხებს ძალადობის შესახებ, მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში, ჰქონდათ „ენერჯაიზერები“. ფორმალური ნაწილის გარდა ითამაშესინტელექტუალური თამაში - „რა? სად?როდის?“.

რაც ყველაზე მთავარია, ბანაკის შემდეგ ბავშვებს ევალებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თანატოლებსა და შესაბამისად, სკოლებშიც ჩაატარონ პრეზენტაციები ამ თემაზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203