ყელქცეულის საჯარო სკოლაში ხელოვნების წრე გაიხსნა
11-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის თხოვნითა და გორის მერიის ხელშეწყობით ხელოვნების წრე გაიხსნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე მოსწავლეები ორიგამის ხელოვნებას ეუფლებიან.

„ხელსაქმის სიყვარული მოსწავლეებში, სკოლის ხელოვნების მასწავლებლისა და დირექტორის დამსახურებაა. მრავალი გამოფენის, კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეებისთვის სასიხარულო სიახლე 2 თებერვალს გვაცნობეს-სკოლის დირექტორის თხოვნითა და გორის მერიის ხელშეწყობით, სკოლაში ხელოვნების წრე გაიხსნა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წრეში გაერთიანებულ მოსწავლეებს პედაგოგი თამარ მჭედლიძე ხელმძღვანელობს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203