წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში თემაზე - „არქიტექტურა და გარემო“ დისკუსია მოეწყო
11-03-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასში ხელოვნების გაკვეთილზე თემაზე - „არქიტექტურა და გარემო“ დისკუსია მოეწყო.
მოსწავლეებმა არქიტექტურისა და გარემოს ურთიერთკავშირის მნიშვნელობა გააცნობიერეს, მაკეტები გააკეთეს და თავიანთი შეხედულებები პრაქტიკულად გამოხატეს, კერძოდ, „ააგეს“ ურბანისტული მაკეტი, რისთვისაც ქაღალდის კოლოფები, ფერადი ფურცლები, მუყაო და საღებავები გამოიყენეს.
მუშაობა შეაჯამეს და პრეზენტაციები გააკეთეს ჯგუფის ლიდერებმა.
„მადლობა ქალბატონ ინგას, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა კრეატიული მიგნებებით და საგაკვეთილო თემების ორიგინალური გადაწყვეტით, რაც მოსწავლეთა დიდ დაინტერესებას იწვევს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს