ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მორძგვეთის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მორძგვეთის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები სკოლაში შპს „გო-სა-გიმ“ ჩაატარა. დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სარდაფი, სველი წერტილები და ა.შ.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203