მიქავას N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020

კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიქავას N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.  

სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავდა სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სველი წერტილები.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203