კერძო სკოლა „ანაბასისში“ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

სკოლის ტერიტორიაზე სადერატიზაციო, სადეზინექციო და სადეზინფექციო სამუშაოები შ.პ.ს „ვეტ-დეზ-ნოვაციამ“ 7 მარტს ჩაატარა. 

დამუშავდა კედლები, იატაკი, საკლასო ოთახები, კვების ბლოკი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, მაგიდები, სკამები, დერეფნები და სველი წერტილები.

საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203