დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020

დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლისა და განახლების საჯარო სკოლის ერთიანი ძალებით, დაბის საჯარო სკოლას ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული სადეზინფექციო სამუშაოები.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით საკლასო ოთახები, კაბინეტები, სველი წერტილები და დერეფნები დამუშავდა.

შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203