ბოძაურის საჯარო სკოლაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა
10-03-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის ბოძაურის საჯარო სკოლაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა.

დასუფთავდა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის სპორტდარბაზი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები და დერეფნები.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203