თბილისის N48 საჯარო სკოლაში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020
თბილისის N48 საჯარო სკოლაში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
საკლასო ოთახები, დერეფნები, ბუფეტი, სველი წერტილები და სათავსო ნაგებობები სპეციალური საშუალებებით საგულდაგულოდ დამუშავდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს