ბათუმის N30 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სადეზინფექციო სამუშაოები სკოლაში „სუფთა სახლმა“ ჩაატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით საკლასო ოთახები, კაბინეტები, სველი წერტილები და დერეფნები დამუშავდა.
სადეზინფექციო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა.
საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს