ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით სკოლის შიდა პერიმეტრი, საკლასო ოთახები, კაბინეტები, სველი წერტილები და დერეფნები  დამუშავდა.

სადეზინფექციო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა.

საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203