ქვიშხეთის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020
დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ქვიშხეთის საჯარო სკოლაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების დასაცავად.
საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს