ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის შიდა პერიმეტრი, საკლასო ოთახები, კაბინეტები, ბიბლიოთეკა, სველი წერტილები და დერეფნები სპეციალური საშუალებებით დამუშავდა.
დასუფთავება-დეზინფექციაში სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ.
სადეზინფექციო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა.
საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს