მუჟალის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
10-03-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის რევაზ მარგიანის სახელობის მუჟალის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, მერხები, სკამები, დერეფნები, კედლები და იატაკი.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203