რცხმელურის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
09-03-2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ყველა კლასი, კაბინეტები, სამასწავლებლო, დერეფნები, ბიბლიოთეკა, სველი წერტილები და სანიტარული კვანძი სპეციალური ხსნარით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად, დამუშავდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს