მუხროვანის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
09-03-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მუხროვანის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური საშუალებებით დამუშავდა სკოლის შიდა პერიმეტრი: საკლასო ოთახები და დერეფნები.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203