
მარნეულის N4 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
საკლასო ოთახის კედლები, მერხები და სკოლის დერეფნები სპეციალური ხსნარებით დამუშავდა.
საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები