ბეთლემის საჯარო სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა
09-03-2020

ოლეგ ჭონიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის ბეთლემის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ადმინისტრაცია მზადაა, 16 მარტს განაახლოს სასწავლო პროცესი.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203