
თელავის N5 საჯარო სკოლის ყველა შენობა-ნაგებობას და ეზოს დეზინფექცია ჩაუტარდა. სადეზინფექციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალისტებმა შეასრულეს.
საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები