ბენარის და შოლავერის შერწყმულ სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
09-03-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბენარის საჯარო სკოლასა და მასთან შერწყმულ შოლავერის სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლების შენობები სპეციალური ხსნარით დამუშავდა. ასევე სადეზინფექციო ხსნარით დასუფთავდა მოსწავლეთა ტრანსპორტი.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203