კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკვები დანამატების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს
09-03-2020
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკვები დანამატების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.

სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქიმიის მასწავლებლის, ელზა გალოგრეს, დახმარებით მოამზადეს და საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს პროექტის „ E საკვები დანამატები" პრეზენტაცია.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების და დამსწრე საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება ემულგატორების შესახებ. პრეზენტატორებმა ისაუბრეს საკვები დანამატების კლასიფიკაციაზე, ავკარგიანობაზე, საშიშროებაზე. ჩაატარეს კვლევა მუნიციპალიტეტში არსებულ სუპერმარკეტებში, როგორც ადგილობრივ ისე უცხოური წარმოების პროდუქტებზე. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კვლევის შედეგები, რომელიც მათი თქმით, მართლაც საგანგაშო აღმოჩნდა.

შეხვედრის დასასრულს პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებელმა გასცეს რეკომენდაციები, გაიმართა დისკუსია. მშობლებმა და მასწავლებლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მსგავსი შეხვედრებია დაგეგმილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203