გულგულის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა
09-03-2020

თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლის პერსონალი სველი წესით და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ინტენსიურად ასუფთავებს სასკოლო ინვენტარს, საკლასო ოთახების იატაკებს, კარების სახელურებს, საპირფარეშოებს და შესასვლელებს.

გლობალური პრობლემიდან და სახელმწიფოს პრიორიტეტიდან გამომდინარე, სკოლის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაცია და პროფილაქტიკის მიზნით, ვირუსისგან თავდასაცავად, მიიღო შესაბამისი ზომები.

„რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ეკოსთიმსერვისი+თან“ და ვირუსული ინფექციის რისკის შესამცირებლად 6 მარტს ჩატარდა სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები.

შენობაში საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, დერეფნები, საპირფარეშოები დამუშავდა ფრანგული PHAGOSURF ND-ის სადეზინფექციო ხსნარით. PHAGOSURF ND არის კონცენტრირებული სითხე, რომელიც განკუთვნილია პოტენციურად საფრთხის შემცველ გარემოში იატაკები, ზედაპირებისა და აღჭურვილობის გასუფთავებისა და დეზინფექციისთვის. PHAGO'SURF ND არის ეფექტური დასუფთავების აგენტი და გააჩნია დიდი სადეზინფექციო სპექტრი (ბაქტერიოციდული, მიკობაქტერიციდული, ფუნგიციდური და ვირუციდალური)“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203