დაბაძვლის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
09-03-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბაძვლის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შესრულდა. მათ უსაფრთხო ხსნარები გამოიყენეს.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203