ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
09-03-2020
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დეზინფექცია ჩაატარა პროფესიონალთა ჯგუფმა „დეზ ნოვაცია +“. მათ დაამუშავეს სკოლის მთელი შენობა: საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული დარბაზი, ტუალეტები, ლაბორატორიები, სხვა სათავსოები.

„სკოლა რეკომენდაციების შესაბამისად მოემზადება სწავლის განახლებისათვის. დიდი მადლობა ყველა დამრიგებელს, დამლაგებელს და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს სამუშაოების ორგანიზებისა და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203