გორის N12 საჯარო სკოლას ავსტრიელი სტუმრები ეწვივნენ
09-03-2020
გორის N12 საჯარო სკოლას პროექტის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
ვიზიტის მეორე დღეს დელეგაციის წარმომადგენლები „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მონაწილე წეროვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბს ეწვივნენ. წეროვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ტელუსი“ შეხვედრაზე პარტნიორი ეკოკლუბები მიიწვია. კერძოდ, გორის N12 საჯარო სკოლა, გორის N1 საჯარო სკოლა, შავნაბადას გიმნაზია, თბილისის N169 საჯარო კოლა და ქარელის მეორე საჯარო სკოლა. ავსტრიელი სტუმრები ეკოკლუბების საქმიანობას გაეცნენ და მოსწავლეებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედებაზე ესაუბრნენ.
გორის N12 საჯარო სკოლა პროექტში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ აქტიურად არის ჩართული. ასევე სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ეკო კლუბი „ეკომეგობრები“. კლუბს გეოგრაფიის მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი ხელმძღვანელობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს