თბილისის N61 საჯარო სკოლაში „ციფრული ელჩების“ გუნდი ჩამოყალიბდა
09-03-2020
თბილისის N61 საჯარო სკოლაში პროექტის - „ახალი სკოლის მოდელის“  ფარგლებში ,,ციფრული ელჩების“ გუნდი ჩამოყალიბდა.

მათთან მუშაობდა ტექნოლოგიების ექსპერტი, ნინა ბიწკინაშვილი. 

გუნდის წევრებმა ტრენინგებზე სასწავლო პროგრამები შეისწავლეს და საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენება დაიწყეს.

მათემატიკის მასწავლებელმა, მარინა ხუციშვილმა, „ციფრული ელჩების“ დახმარებით Kahoot-ის პროგრამაში თემა  შეაჯამეს.

მოსწავლეებმა სმარტფონებში Kahoot-ის  აპლიკაცია ჩამოტვირთეს და ტესტების  პასუხებს მისი გამოყენებით აფიქსირებდნენ.  

ტესტირების დასრულების შემდეგ პირველი ხუთეულიც გამოვლინდა.

Kahoot-ის პროგრამამ მეხუთეკლასელებში დიდი ინტერესი გამოიწვია და გაკვეთილი ხალისიანად წარიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203