კუმისის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
09-03-2020

ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის საჯარო სკოლაში კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები შენობის სრულ ტერიტორიაზე შესრულდა.

დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი, დერეფნები, კიბის უჯრედები, კიბის მოაჯირები, სველი წერტილები, მერხები, სკამები, ფანჯრის რაფები, კარის სახელურები, კვების ბლოკი.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამოიყენეს სადეზინფექციო საშუალება „ლიზოფორმინ  3000“ 2,5%  ხსნარი. სამუშაო კი შეასრულა „სადეზინფექციო  სამსახურმა“ (ექიმი ეპიდემიოლოგი-დეზინფექციონისტი მადონა ჩხარტიშვილი).

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203