წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მუსიკაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
09-03-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-9 კლასში მუსიკაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა.
მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილია.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე ერთმანეთს დაუკავშირეს და შეადარეს დავით წინასწარმეტყველი და დავით აღმაშენებელი.
„ორივე მეფემ მწუხარების ჟამს დაწერა ფსალმუნები და „გალობანი სინანულისანი“. შეჯამება კი კედლის გაზეთის „ორი დავითი“ პრეზენტაციით გააკეთეს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.