რუისპირის საჯარო სკოლაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-03-2020
თელავის მუნიციპალიტეტის, რუისპირის საჯარო სკოლაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სადეზინფექციო განყოფილება „ჯანმრთელობის“ მიერ სადეზინფექციო ხსნარ „აქვაპურეს“ გამოყენებით სკოლის შენობასა და მასში განთავსებულ ინვენტარს სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203