წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-03-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას დიდი ყურადღება ეთმობა.
„ვიცით რა, რომ უსაფრთხო სკოლა მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის წარმართვისთვის, 2 მარტს მოხდა სკოლის დეზინფექცია, რომელიც განახორციელა შპს „ჰიგიამ“. 4 და 6 მარტს ყველა დამრიგებელი, სკოლის ტექ-პერსონალი გამოცხადდა სკოლაში. მათ მითითებული ჰიგიენური წესების დაცვით, სამჯერადად დაასუფთავეს საკლასო ოთახები და სკოლის დერეფნები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის შესასვლელში, თვალსაჩინო ადგილას, კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესებია განთავსებული, რათა სკოლაში შემოსულმა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს თავდაცვა ამ დაავადებისაგან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს