ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში ტრადიციულად „მასლენიცა“ აღნიშნეს
06-03-2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში ზამთრის გაცილებისა და გაზაფხულთან მიგებების რუსული დღესასწაული „მასლენიცა“ უკვე ტრადიციადაა ქცეული.

სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით საკლასო სივრცე ფერადი ბუშტებითა და თოჯინებით მორთეს, ტრადიციული კერძები მოამზადეს, სახალისო და საინტერესო ნომრები წარმოადგინეს.

„მასლენიცა“ დღესასწაულია, რომელიც ზამთრის დასასრულს უკავშირდება. მისი სახელწოდება უკავშირდება იმას, რომ დიდი მარხვის დადგომამდე ბოლო კვირას ნებადართულია კარაქი, რძე და რძის სხვა პროდუქტები, ასევე, თევზი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203