კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-03-2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ქუთაისის №29 საჯარო სკოლაში ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის შიდა პერიმეტრი დამუშავდა შესაბამისი საშუალებებით.

სადეზინფექციო სამუშაოები „პროფილაქტიკური სადეზინფექციო სადგურის” მიერ შესრულდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1429 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203