ართანის საჯარო სკოლას პარლამენტიდან საინტერესო სტუმრები ეწვივნენ
06-03-2020
თელავის მუნიციპალიტეტის ართანის საჯარო სკოლას საქართველოს პარლამენტიდან საინტერესო სტუმრები ეწვივნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ სკოლას კომპიუტერი და პრინტერი აჩუქეს.

„ახალგაზრდა სტაჟიორებმა გაახარეს სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები თავიანთი სტუმრობით. მათ სკოლის ბიბლიოთეკა გაამდიდრეს მხატვრული ლიტერატურით და გადასცეს კომპიუტერი და პრინტერი, რაც მნიშვნელოვანი შენაძენია. კიდევ ბევრი კეთილი საქმე გაეკეთებინოთ ენერგიითა და ენთუზიაზმით ანთებულ ჩვენ სტუმრებს. დიდი მადლობა მათ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203