კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორბეთის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-03-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორბეთის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.  

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 5 მარტს „სუფთა სახლთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სკოლის შენობა დასუფთავდა.

29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203