გოდოგნის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-03-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოდოგნის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანიტარული კვანძები, საკლასო ოთახები და დერეფნები.

29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203