ალექსანდრე ჯეჯელავა ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' შესახებ - ''გაიცანით, ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' გამარჯვებული ვახტანგ ჩაჩხიანი''
06-07-2017

''გაიცანით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ვახტანგ ჩაჩხიანი! ის 2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატის ''ეტალონის'' გამარჯვებულია. ვახტანგი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეა, მაგრამ სოფლის პატარა სკოლის წარმატებულ პედაგოგებს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' აღზრდა არ გასჭირვებიათ, '' - ასე ეხმიანება ალექსანდრე ჯეჯელავა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ინტლექტ-ჩემპიონატში ვახტანგ ჩაჩხიანის გამარჯვებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ცაგერში 2 ივლისს იმყოფებოდა. მან ''საქართველოს ეტალონ მოსწავლეს'' პირადად მიულოცა ''ეტალონში'' მიღწეული წარმატება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო ფინალი 24 ივნისს ბათუმში გაიმართა. მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თბილისის 10 გამგეობის 83 ''ეტალონი-მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ. 

რეკორდულად ყველაზე მცირე დროში - 72,01 წამში, ყველაზე მეტი სწორი პასუხის დაფიქსირება ლაილაშის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ვახტანგ ჩაჩხიანმა შეძლო და ''2016-2017 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულსაც დაეუფლა. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულს 10 000 ლარიანი ფულადი ჯიდლო და 1000 ლარიანი კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი გადაეცა.

''ათასში ერთი რომ გამოერევა, ისეთი მოსწავლეა ვახტანგ ჩაჩხიანი'' - როგორ ახასიათებენ ''საქართველოს ეტალონ მოსწავლეს''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203