ჭივჭავის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-03-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სკოლის შენობა სპეციალური ხსნარებით დამუშავდა.

„როგორც მოგეხსენებათ, 29 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს საჯარო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო. გამონაკლისი არც ჩვენი სკოლაა.

5 მარტს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის სკოლაში შპს „სუფთა სახლმა“ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. სკოლის თითოეული კლას–კაბინეტი, დერეფნები და სველი წერტილები სპეციალური ხსნარით დამუშავდა“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203