„მოსწავლეებმა კეთებით სწავლით უკეთ აითვისეს ახალი მასალა“- წყალტუბოს N4 სკოლაში მათემატიკაში სახალისო გაკვეთილი ჩატარდა
09-03-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასში მათემატიკაში საინტერესო და სახალისო გაკვეთილი ჩატარდა.
მასწავლებელ ნარგიზა კუხალაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის შლილებით სივრცული ფორმები გამოჭრეს და წიბოებისა და წახნაგების რაოდენობა გამოთვალეს.
„მასწავლებლის მიერ კონსტრუქტივისტული მეთოდის აქტივობების გამოყენებით, თვითონ აღმოაჩინეს და გარდაქმნეს რთული ინფორმაცია ადვილად აღსაქმელად, კეთებით სწავლით კი უკეთ აითვისეს ახალი მასალა“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს