ქართულ-ევროპულ კერძო სკოლა „ორნატში“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-03-2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქართულ-ევროპულ კერძო სკოლა „ორნატში“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დეზინფექცია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ჩაატარეს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს