თბილისის N60 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
06-03-2020

თბილისის N60 საჯარო სკოლაში 4 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გამოყენებულია სადეზინფექციო ხსნარილიზოფორმინ 3000“ 2,5% სამუშაო ხსნარი.

დამუშავდა სკოლის შენობის სრული ფართი, ყველა საკლასო ოთახი (მაგიდა, სკამი, ფანჯრის რაფა, დერეფნები, სველი წერტილები, კიბის უჯრედები, კიბის მოაჯირები, დარბაზები, ყველა კარის და ფანჯრის სახელურები), სკოლის კვების ბლოკი, დამუშავდა სარდაფი. სამუშაო შეასრულა სადეზინფექციო სამსახურმა. (ექიმი ეპიდემიოლოგი ექიმი დეზინფექციონისტი მადო ჩხარტიშვილი).

„თბილისის N60 საჯარო სკოლა უდიდეს ყურადღებას უთმობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს კორონავირუსის პრევენციისათვის ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

შემუშავდა და სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოსაყენებელი ჰიგიენური საშუალებების ნუსხა.

საგაზაფხულო დასვენების პერიოდში სკოლაში ჩატარდება სკოლის შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე, სადეზინფექციო საშუალებებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203