„აბა, გამეჯიბრე“ - ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
06-03-2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლანა კაკაჩიამ, სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება - ,,აბა, გამეჯიბრე“ ჩაატარა.
მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები ერთმანეთს ლექსის მხატვრულად კითხვაში, სიმღერაში, ცეკვაში, თამადობაში, იუმორსა და სხვადასხვა აქტივობაში გაეჯიბრნენ.
„მეტოქეები“ ერთმანეთს ღირსეულად ეჯიბრებოდნენ, თან ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ. სტუმრებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს და დაუვიწყარი წუთები აჩუქეს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
ჟიურიმ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები გამოავლინა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს