ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრებმა განათლების საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
06-03-2020

პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „სხივის“ წევრებმა და მოხალისე მოსწავლეებმა განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარეს ღონისძიება. მოსწავლეებმა შექმნეს  პოსტერები, მოამზადეს ინფორმაცია განათლების დღესთან დაკავშირებით და წარმუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ჯემალ ბასილაძე, მოადგილე ნუნუ კობალაძე, მასწავლებლები და მოსწავლეები.

ღონიძიების დასრულების შემდეგ დირექტორმა ისაუბრა განათლების მნიშვნელობასა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე სასწავლო პროცესში. გაიმართა დისკუსია. შეხვედრა იყო ინფორმაციული და საინტერესო, სადაც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.

სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი თამილა რიონიძეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203