წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ინგლისურ ენაში სახალისო ღია გაკვეთილი ჩატარდა
06-03-2020
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის III კლასში ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში თემაზე - „ჩემი საყვარელი წელიწადის დრო“ სახალისო და მოსწავლეთა უნარებზე ორიენტირებული ღია გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი ფიქრია ცერცვაძემ ჩაატარა და მისი მიზანი კითხვისა და საუბრის უნარ-ჩვევის განვითარება იყო.

მოსწავლეებმა წელიწადის დროები დაახასიათეს, საყვარელ წელიწადის დროებზე ნახატები წარმოადგინეს  და მათ შესახებ  ისაუბრეს.  ასევე, წარმატებით გაართვეს თავი წყვილებში მუშაობას.

„წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ფიქრია მასწავლებელსა და მის ყოჩაღ მოსწავლეებს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203