თელავის N2 საჯარო სკოლაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
05-03-2020
თელავის N2 საჯარო სკოლაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო განყოფილება - „ჯანმრთელობის“ სპეციალისტებმა მთელი რიგი სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.
სკოლის შენობის ყველა სართული, დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სასკოლო ინვენტარი სველი წესით, აქვა-კურეს ხსნარით დამუშავდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს