ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი
06-07-2017

აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებულ ქულას აგვისტოს პირველ დეკადაში შეიტყობენ. ამის შესახებ Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განუცხადა.

''აბიტურიენტების ნაშრომების შესწორება ახლა იწყება. შედეგებს აგვისტოს პირველ დეკადაში გამოვაქვეყნებთ.''

თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე გამსწორებელს ეგზავნება. შედეგებთან ერთად ყველა აბიტურიენტს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, დღეს და ხვალ აბიტურიენტები ზოგად უნარებში აბარებენ გამოცდას. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203