ფლევის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს „ეტალონის“ სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა
05-03-2020
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ფლევის საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ლომიძემ, მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა და „ეტალონის“ დაანონსებულ პროექტებზე ესაუბრა.
მოსწავლეები სერტიფიკატებით საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.
"სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებში ყოველთვის ერთვება. ხანგრძლივი თანამშრომლობა „ეტალონთან“ დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა განვითარებაზე", - წერს სკოლის წარმომადგენელი.
ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს