ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
05-03-2020
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით  სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

შენობების შიდა პერიმეტრი სპეციალური ხსნარით დამუშავდა. 

დეზინფექცია მეოთხე სართულიდან დაიწყო და შენობის მთელი სივრცე: საკლასო ოთახები, კაბინეტ-ლაბორატორიები, დერეფნები, დამხმარე სათავსოები, საპირფარეშოები, სპორტული და საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და კვების ობიექტი მოიცვა.

სკოლა  სპეციალური სადეზინფექციო მაღალი აქტიური ხსნარით დამუშავდა, რომელსაც სადეზინფექციო ფართო სპექტრი გააჩნია. 

სადენზიფექციო სამუშაოები შეასრულა ქუთაისის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურის სამსახურმა, რომლის დირექტორიც მალვინა მანდარიაა. 

"სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლის სპეციალური ხსნარით ერთხელ დამუშავება საკმარისია, რომელიც 2 დღის შემდეგ უნდა გაიწმინდოს სველი წესით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების დაცვით", - წერს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203