კერძო სკოლა „დავითიანში“ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
05-03-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანში“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოება დაიცვან.

შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203