გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეკომეგობრულ ვორქშოპში“ პირველი ადგილი დაიკავეს
05-03-2020

გორის N12 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები „ეკომეგობრულ ვორქშოპში“ მონაწილეობდნენ, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს.

ვორქშოპი პროექტის „ნარჩენი ≠ ნაგავი“ (2019-2020) ფარგლებში USAID WMTR II Program-ის მიერ იყო დაფინანსებული და CENN-ის მიერ განხორციელდა.

მოსწავლეებმა 3 საათის განმავლობაში არსებული მასალიდან/ნარჩენიდან 9 სხვადასხვა დანიშნულების ნივთი შექმნეს და ჟიურის წინაშე წარადგინეს.

ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა: გუნდურად მუშაობის პრინციპი, კრეატიულობა და შექმნილი პროდუქტის ფუნქციურობა.

მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ.

პროექტს პედაგოგი, ალა სანამიანი, ხელმძღვანელობდა, ვორქშოპში მოსწავლეები: თორნიკე მაისურაძე, თაზო პატარიძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, ავთანდილ წკრიალაშვილი და ნიკა წიწიკაშვილი მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203